ახალი ამბები
ქუთაისში, სკოლის ფანჯრიდან მოსწავლე გადმოხტა
FaceBook
ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის # 1 კერძო სკოლის მოსწავლე, ამავე სკოლის მეორე სართულიდან გადმოხტა, რის შედეგადაც სხეულის  დაზიანებები მიიღო. ბავშვი ამ დროისთვის საავადმყოფოში იმყოფება.

თვითმხილველების განმარტებით, ბავშვი საპირფარეშოში მეგობრებმა ჩაკეტეს, მოზარდი კი მეორე სართულიდან გადმოხტა.

მომხდარის დეტალებზე არ საუბრობს სკოლის დირექტორი, ეკატერინე ბაბუნაშვილი.

"განსკუთრებული არაფერი მომხდარა. ბავშვი მალე დაბრუნდება სკოლაში",- აცხადებს ეკატერინე ბაბუნაშვილი.

მომხდარს ადასტურებენ ქუთაისის საგანმანათლებლო რესუსცენტრში.

"ვიცით ამ ფაქტის შესახებ, თუმცა, ეს არის კერძო სკოლა და ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ", - ამბობს ქუთაისიპოსტთან საუბარში აღნიშნული ცენტრის ხელმძღვანელი, ბადრი ვაშაკიძე.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება 124–ე მუხლითაა დაწყებული, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით.

Print