ახალი ამბები
ქუთაისში ახალგაზრდა მამაკაცი კორპუსიდან გადმოვარდნის შედეგად გარდაიცვალა
FaceBook
ქუთაისში, 16 სართულიანი კორპუსის, მეცხრე სართულიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა და გარდაიცვალა. შემთხვევა გამსახურდიას ქუჩაზე მოხდა. 

თვითმხილველები ამბობენ, რომ ხმაური გვიან ღამით გაიგეს,  თუმცა, ვერსიებზე არ საუბრობენ და ამბობენ, რომ გარდაცვლილი ამ კორუსში არ ცხოვრობდა.

გამოძიება 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.




Print