ახალი ამბები
"დღეს ტრანსპორტი არ იმოძრავებს" - ქუთაისში მძღოლების გაფიცვა გრძელდება
FaceBook

ქუთაისის მერიაში, საქალაქო ტრანსპორტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომდგენლებს შორის შეხვედრა დღეს, 6 მარტს  17:00 საათზე გაიმართება.


ამის შესახებ შეთანხმებას დღეს აქციაზე მერიის წარმომადგენლების მისვლის შემდეგ მიაღწიეს. თუმცა, გაფიცული მძღოლები მუშაობას მანამ არ აპირებენ, ვიდრე მერია მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას არ მიიღებს.
" ჩვენი 5 კაციანი ჯგუფი მერიის წარმომადგენელებსს შეხვედება. იმსჯელებენ, თუ გაიზრდება მგზავრობის საფასური, მხოლოდამ შემთხვევაში გავაგრძელებთ მუშაობას თუ არადა იქნება ქალაქი პარალიზებული. დღეს ტრანსპორტი არ იმოძრავებს " - აცხადებენ, სამარშუტო ტაქსების მძღოლები.

მძღოლების თქმით, თუ მგზავდრობის საფასური 10 თეთრით არ გაიზრდება ისინი არც 7 მარტს იმუშავებენ.



ამავე თემაზე:

ქუთაისში საქალაქო ტრანსპორტის მძღოლები გაიფიცნენ

"ვითხოვთ მხოლოდ ათ თეთრს" - ქუთაისში გაფიცული მძღოლების მოთხოვნები

"არ გვეუბნებიან იმუშავებენ თუ არა"- მგზავრები გაფიცულ მძღოლებზე (ფოტო)

"გაფიცვა არაფერს მოგცემთ" - ვიცე-მერი გაფიცულ მძღოლებს

 

Print