ახალი ამბები
"გაფიცვა არაფერს მოგცემთ" - ვიცე-მერი გაფიცულ მძღოლებს
FaceBook
ქუთაისში, წითელ ხიდთან, სადაც გაფიცული მძღოლები შეკრებილებიან არიან, ქუთაისის მერიის წარმომადგენლები მივიდნენ.
ვიცე-მერმა, კოტე ქავთარაძემ და მერიის ტრასპორტის განყოფილების უფროსმა, ირაკლი ცხვედიანმა მათ საინიციატივო ჯგუფის შექმნა შესთავაზეს.

"გთავაზობთ შექმნათ ჯგუფი. ვისაუბროთ ამ თემაზე. გაფიცვა არაფერს მოგცემთ. ამიტომ ვისაუბროთ", - განუმარტა გაფიცულ მძღოლებს კოტე ქავთარაძემ.

საქალაქო ტრანსპორტის მძღოლები აღნიშნავენ, რომ ადგილობრივი თვითმმართვეობის წარმომადეგნლების შეთავაზება მათთვის მიუღებელია. ისინი დღესვე ითხოვენ გადაწყვეტილების მიღებას მგზავრობის ტარიფის მომატებაზე.  

ქუთაისის საქალაქო ტრანსპორტის მძღოლები დღეს გაიფიცნენ. ისინი მგზავრობის ღირებულების 0.10 ლარით გაზრდას ან ყოფელდღიური გეგმის 10 ლარით შემცირებას ითხოვენ. 


ამავე თემაზე:

ქუთაისში საქალაქო ტრანსპორტის მძღოლები გაიფიცნენ

"ვითხოვთ მხოლოდ ათ თეთრს" - ქუთაისში გაფიცული მძღოლების მოთხოვნები

"არ გვეუბნებიან იმუშავებენ თუ არა"- მგზავრები გაფიცულ მძღოლებზე (ფოტო)

"გაფიცვა არაფერს მოგცემთ" - ვიცე-მერი გაფიცულ მძღოლებს


Print