ახალი ამბები
"ვითხოვთ მხოლოდ ათ თეთრს" - ქუთაისში გაფიცული მძღოლების მოთხოვნები
FaceBook
ქუთაისში, საქალაქო ტრანსპორტის გაფიცული მძღოლები ფალიაშვილის ქუჩაზე, წითელ ხიდზე არიან შეკრებილები. ისინი ქუთაისის მერიისგან 0.10 ლარით მგზავრობის გაზრდას ითხოვენ.

"ყველაფერს აძვირებენ და ჩვენთვისაც მოუმატონ  მგზავრობის ტარიფს, პურის ფული რომ დაგვრჩეს", - ამბობს #19 მიკროსაავტობუსო ხაზის მძღოლი. 

"ვითხოვთ, მერიამ  ათი თეთრით გაზარდოს მგზავრობის ღირებულება, რადგან  საღამოს სამუშაოს დასრულების შემდეგ რამე რომ  დაგვრჩეს", -  განმარტავს ერთ-ერთი გაფიცული მძღოლი ამირან ჭელიძე. 



"გაუსაძლისია  საწავავის ფასების მატება. მანქანის შეკეთებასაც ვეღარ ვახერხებთ ვითხოვთ მხოლოდ 10 თეთრს", - ამბობს #25 მიკროავტობუსის მძღოლი, ბადრი თურქაძე.

გაფიცული მძოლების განმარტაებით, ფასის მომატებასთან დაკავშირებით,  ქუთაისის  მერიაში წერილი  უკვე შეიტანეს. 
"ველოდებით მათგან პასუხს და ამის შემდეგ გადავწყვეტთ დავიშალოთ თუ  გავაგრძელოთ პროტესტი", - აცხადებენ მძღოლები.  

ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ  ტრასნპორტის  განყოფილების წარმომადგენლები გაფიცულ მძღოლებთან  მოლაპარაკებებს მართავენ, რის შემდეგაც გააკეთებენ განცხადებას ტარიფის მომატების საკითხზე.   
წითელ ხიდზე, სადაც გაფიცული მძღოლები არიან შეკრებულები, მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

Print