ახალი ამბები
"ქუთაისის მერია 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალის მიმდებარე ტერიტორიას ასხვისებს"
FaceBook
ქუთაისის მერია, ქალაქის ცენტრში არსებული, 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალის მიმდებარე მიწის ნაკვეთის გასხვისებას გეგმავს.
ამის შესახებ განცხადება დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" ერთ-ერთმა დამფუძნებლმა, გია გოქაძემ გააკეთა.

"ევროპა ჩვენი სახლია"-ს წარმომადგენლები, ქუთაისში ბოლო პერიოდში მიწის ნაკვეთების გაცემის უარყოფით ტენდენციებზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ამის უკან ქალაქის მერის, შოთა მურღულიას ინეტერესები დგას.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ადგილობრივ მთავრობას მოუწოდებენ თავი შეიკავონ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ტერიტორიების გასხვისებისგან.

"ქუთაისის მერია 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალის მიმდებარე ტერიტორიას გასხვისებს გეგმავს. ამიტომ მოვუწოდებ ყველას, იმ საკრებულოს წევრებსაც, რომლებიც არ ეთანხმებიან ამ საკითხს შევხვდეთ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში და მოვილაპარკოთ რა, როგორ გადაწყდეს", - ამბობს გია გოქაძე.

"ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენლები საკრებულოს დეპუტატების გარდა, პოლიტიკური პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს მოუწოდებენ მიმდინარე წლის 9 მარტს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ტერიტორიების გასხვისების საკითხებზე დისკუსიაში მონაწილეობა მიიღონ.

ადგილობრვი თვითმმართველობაში "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენლების განცხადებას, 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალის მიმდებარე ტერიტორიის გასხვისების თაობაზე, აბსურდულს უწოდებენ.


Print