ახალი ამბები
ფეხბურთში საქართველოს მე-19 ეროვნული ჩემპიონატი იწყება
FaceBook
ფეხბურთში საქართველოს მე-19 ეროვნული ჩემპიონატი "სამტრედიისა" და ქობულეთის "შუქურას" შეხვედრით იწყება.

მატჩი დღეს, 4 მარტს სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე 14:00 სთ-ზე გაიმართება.

ჩემპიონატი 4 წრედ ჩატარდება და მასში 10 გუნდი: გორის "დილა", თბილისის "დინამო", ბათუმის "დინამო", ფოთის "კოლხეთი", "ლოკომოტივი", საბურთალო", "სამტრედია", "ტორპედო", ქობულეთის "შუქურა" და საჩხერის "ჩიხურა" მონაწილეობენ.

პირველი ტურის სხვა მატჩები 5 მარტს გაიმართება.

რაც შეეხება, ქუთაისის "ტორპედოს" მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გუნდი თბილისის „საბურთალოს“ დაუპირისპირდება. შეხვედრა 18:00 სთ-ზე დაიწყება.

ეროვნული ჩემიპიონატის საფეხბურთო მატჩებს გულშემატკივარს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხით შეუძლია. ასევე, პირდაპირი რეპოტრაჟები გადმოიცემა ეროვნული ლიგის ახალ ვებ-გვერდზე erovnuliliga.ge.



Print