ახალი ამბები
სინოპტიკოსები 6 მარტიდან გამოდარებას პროგნოზირებენ
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლთ საქართველოში  5 მარტის დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს და 6-დან 11 მარტის ჩათვლით ჰაერი 24 გრადუსამდე დათბება.
სინოპტიკოსების ვარაუდით, დღეს, 4 მარტს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. რის გამოც, გარემოს ეროვნულ სააგენტოში,  დასავლეთ საქართვლოს დაბლობშ წვიმას, მთასა და მაღალ მთაში კი, თოვლს პროგნოზირებენ. ასევე, სინოპტიკოსების ვარაუდით, შესძლოა მდინარეებში წყლის დონის მატება  მოხდეს. 

"დასავლეთ საქართველოს ბარში 10 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, მთიან რაონებში 3-დან 8 გრადუსამდე, ხოლო მაღალ მთაში -1 +4 გრადუსი სითბოა ნავარაუდევი. იქედან გამომდინარე, რომ წინა დღეებში დაფიქსირდა მაღალი ტემპერატურა შესაძლოა ახლა მდინარებში მოიმატოს წყლის დონემ", - განმარტავს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა.
Print