ახალი ამბები
დასავლეთ საქართველოს მდინარეებში შესაძლოა წყლის დონემ მოიმატოს
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,  მიმდინარე წლის 4 მარტს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.
სინოპტიკოსების ცნობით დასავლეთ საქართვლოს დაბლობში იწვიმებს, მთასა და მაღალ მთაში კი ნალექი თოვლის სახით არის მოსალოდნელი, რამაც შესძლოა მდინარეებში წყლის დონის მატება გამოიწვიოს.

" დასავლეთ საქართველოს ბარში 10 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, მთიან რაონებში 3-დან 8 გრადუსამდე, ხოლო მაღალ მთაში -1 +4 გრადუსი სითბოა ნავარაუდევი. იქედან გამომდინარე, რომ წინა დღეებში დაფიქსირდა მაღალი ტემპერატურა შესაძლოა ახლა მდინარებში მოიმატოს წყლის დონემ", - განმარტავს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლთ საქართველოში მიდმინარე წლის 5 მარტის დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს და 6-დან 11 მარტის ჩათვლით ჰაერი +24 გრადუსამდე დათბება.
Print