ახალი ამბები
მერის მრჩევლის წიგნების ბეჭდვაში ქუთაისის მერია რამდენიმე ათას ლარს იხდის
FaceBook
ქუთაისის მერის მრჩევლის სახელოვნებო, კულტურულ, საგანმანათლებლო საზოგადოებრივ საკითხებში, მწერალთა კავშირის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის თემურ ლანჩავას წიგნის ბეჭდვაზე ტენდერია გამოცხადებული.

ორტომეულის ბეჭდვითი მომსახურებისთვის ქალაქის მერია 10 ათას ლარს იხდის.

წინადადების მიღება იწყება 17 მარტს და 22-ში დასრულდება.

პირველი ტომი ავტორის ლექსებს დაეთმობა, მეორე ტომი კი მის პროზაულ ტექსტებს.

სატენდერო დოკუმეენტაციის მიხედვით, I ტომი - 516 გვერდს უნდა შედგენდეს და დაიბეჭდოს - 300 ცალი. წიგნის სახელწოდება "ერთტომეული პოეზია".
II ტომი ამდენივე გვერდს უნდა შეადგენდეს და ამავე რაოდენობით დაიბეჭდოს. მეორე ტომის სახელწოდებაა - "ერთტომეული პროზა".

"წიგნის თითოეულ ტომს უნდა დაერთოს შესაბამისი წინათქმა (შემსყიდველთან შეთანხმებით); I ტომში - პოეზია, წინათქმაში განხილული უნდა იყოს მასში წარმოდგენილი ლექსები, წინათქმის მოცულობა მინიმუმ 16 და მაქსიმუმ 20 გვერდი; II ტომში - უნდა დაიბეჭდოს პროზაული ნაწარმოებები, წინათქმის მოცულობა მინიმუმ 16 და მაქსიმუმ 20 გვერდი, აღნიშნული სატენდერო დოკუმენტაციაში.

შოთა მურღულიამ მწერალთა კავშირის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, თემურ ლანჩავა მრჩევლად 2016 წლის 13 ივლისს, ერთი წლის ვადით დანიშნა.



სახელოვნებო, კულტურულ, საგანმანათლებლო საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან
Print