ახალი ამბები
თეა კვერნაძის "გაზაფხულის ფერები" - გამოფენა ქუთაისში
FaceBook
ატლასის ლენტები. ბისერები, ფერადი ფანქრები, აკვარელი, გუაში -  ეს ის მასალაა, რითაც დიზაინერი თეა კვერნაძე თავის ნამუშევრებს ამზადეს.
მათი ხილვა დამთვალიერებელს მესხიშვილის თეატრის ფოიეში მოწყობილ გამოფენაზე შეეძლო.

სახელწოდებით „გაზაფხულის ფერები“ გამოფენაზე თეა კვერნაძემ დამთვალიერებელს ატლასის ლენტებიდან დამზადებული ყვავილების ნაირსახეობა შესთავაზა.

"ინტერნეტში ვნახე ამ  ტექნიკით მუშაობის მაგალითი. ჯერ თეორიულად შევისწავლე. მერე პრაქტიკულად ვცადე და გამომივიდა. სიამოვნებას ვიღებ პროცესით. თან სხვებსაც მოსწონთ, ეს დამატებით მუხტს მმატებს“, - აღნიშნა  თეა კვერნაძემ.

თეა კვერნაძე დიზაინერ-პოლიგრაფისტია. სხვადასხავა მასალიდან სახვითი კომპოზიციების შექმნა მისი ჰობია. თეა კვერნაძე რთულ კომპოზიციებზე გადასვლას აპირებს. მისი თქმით, მალე  ნატიურმორტებზეც დაიწყებს მუშაობას.

გამოფენა ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის მხარდაჭერით გაიმართა.

„ჩვენი სამსახურის ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს საკუთარი თავის მაძიებელი ხელოვანების ხელშეწყობა. თანაც  ხელოვნებაში ქალები უკანა პლანზე არიან. მათ უფრო მუზის როლი ერგოთ, ვიდრე შემოქმედის. ამიტომ ვცდილობთ სტიმული მივცეთ იმ ქალებს ვინც ცდის და ეძიებს", -აღნიშნა ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა, თამთა თურმანიძემ.

Print