ახალი ამბები
მთავრობა ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას გეგმავს - "თავისუფალი საქართველო"
FaceBook
"ახლო მომავალში საქართველოს მთავრობა ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას გეგმავს",- ეს განცხადება  ქუთაისში პარტია "თავისუფალი საქართველოს" საპარლამენტო მდივანმა როინ ხიჯაგაძემ, ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს  განაცხადა.

მისი თქმით,  სტრასბურში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოზე, ვანო მერაბიშვილის საქმის განხილვაა დაგეგმილი, სადაც  მის გათავისუფლებას გეგმავენ.

"რამდენიმე დღის წინ იუსტიციის მინისტრმა გააკეთა განაცხადება, რომ ვანო მერაბიშვილის მოწმე სტრასბურგში  სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი იქნება,  ეს არის ერთგვარი კვალის დაფარვა.  ეს არის ბოკერიასა და ივანიშვილის  გარიგების მეორე ნაწილი, რადგან პირველად მათ გიგი უგულავა  უკვე გაათავისუფლეს. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას სასამართლო განხილვაზე  დამაჯერებლად წარსდგენ და არ დაუშვან მერაბიშვილის გარეთ გამოსვლა", - განაცხადა პარტია "თავისუფალი საქართველოს" საპარლამენტო მდივანმა, როინ ხიჯაგაძემ.

როინ ხიჯაგაძის ინფორმაციით, სტრასბურგში ვანო მერაბიშვილის საქმის განხილვა მიმდინარე წლის  მარტშია ჩანიშნული.

Print