ახალი ამბები
ქუთაისში დათო ტურაშვილმა მოსწავლეებთან შეხვედრა გამართა
FaceBook

ქუთაისში, ქართულ-ამერიკულ სკოლა "პროგრესში" მწერალმა დათო ტურაშვილმა მოსწავლეებთან შეხვედრა გამართა.


მწერალმა მოსწავლეებს სამოქალაქო აქტივიზმისა და მწერლის პროფესიის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

"ხშირად მსმენია მოსაზრება, რომ ბავშვები ამა თუ იმ წიგნს არ კითხულობენ და ცუდია. მე სულ ვიძახი, რომ მთავარია იკითხოს და უნდოდეს კითხვა და რომელ წიგნს წაიკითხავს და როდის ამას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. არ არის აუცილებელი მშობლებმა შვილებს ის წააკითხონ რაც მათ აუცილებლად მიაჩნიათ," - ამბობს, მწერალი დავით ტურაშვილი.

მწერალ დათო ტურაშვილთან შეხვედრით მოსწვლეებმა კმაყოფილება გამოთქვეს.
"საინტერესოა, როგორც მისი რომანები, ასევე მის შეხვედრებზე დასწრებაც, იმედი მაქვს ხშირად იქნება ჩვენი სტუმარი"- განაცხადეს ქართულ-ამერიკული სკოლა "პროგრესის" მოსწავლეებმა.

დატო ტურაშვილმა სკოლა "პროგრესის" მოსწავლეებს და მასწავლებლებს მისი ახალი წიგნი "სხვა ამსტერდამი" წარუდგინა.

შეხვედა ქართულ-ამერიკული სკოლა "პროგრესის" არაფორმალური განათლების კლუბის ორგანიზებით ჩატარდა.

 

Print