ახალი ამბები
"დაიცავით კონსტიტუცია" - საკრებულოს უმცირესობის დეპუტატი ქუთაისის მაჟორიტარებს
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს უმცირესობის დეპუტატებმა ქალაქის მაჟორიტარებს კონსტიტუციის დაცვისკენ მოუწოდა.
ამირან ძოწენიძემ ამის შესახებ განცხადება საკრებულოს 32-ე რიგგარეშე სხდომაზე გააკეთა, სადაც ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების საკითხი განიხილეს.

"წარმატებებს ვუსურვებ კერძო მესაკუთრეს ამ ინიციატივის განხორციელებაში, მაგრამ აქვე მაჟორიტარებს მოგიწოდებთ დაიცვათ საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლი და მხარი დაუჭიროთ ქუთაისისთვის საპარლამენტი სტატუსის შენარჩუნებას," - მიმართა ამირან ძოწენიძემ სხდომაზე მყოფ ქალაქის მაჟორიტარებს, გენადი მარგველაშვილსა და დიმიტრი მხეიძეს.

რაც შეეხება, მესამე მაჟორიტარს, კობა ნარჩემაშვილს, ის საკრებულოზე საუნივერსიტეტო ქალაქის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცებას არ დასწრებია.

ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, ნარჩემაშვილი თბილისში, საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე იმყოფება.

პარლამენტის გადატანის შესახებ მაჟორიტარებმა რუბრიკის ბლიც კითხვები ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატებთან ფარგლებში ისაუბრეს.
მათი განცხადებით, ეს საკითხი პარლამენტში არ დადგება.

Print