ახალი ამბები
საჯარო სკოლებში თავისუფალი გაკვეთილები ჩატარდება
FaceBook

საქართველოს საჯარო სკოლებში თავისუფალი გაკვეთილები ჩატარდება.


თავისუფალი გაკვეთილები, მოსწავლის ინტერესებზე მორგებულ კლასგარეშე არაფორმალური აქტივობების ციკლს გულისხმობს, რომლის შინაარსი და სწავლების მეთოდოლოგია  ტიპიური საგაკვეთილო პროცესისაგან განსხვავდება.

თავისუფალი გაკვეთილები საშინაო დავალებების მომზადებას არ გულისხმობს. ის მოსწავლის შეფასებას და მოსწავლეებს და მასწავლებლებს შემოქმედებითი აქტივობის და იდეების რეალიზების საშუალებას აძლევს.

ახალი პროექტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ არის ინიცირებული.

"„თავისუფალი გაკვეთილების“ ახალი, მასშტაბურ პროექტია, რომელიც განათლების ხარისხის ამაღლებას, მოსწავლეთა სწავლისადმი მოტივაციის ზრდას, არაფორმალური განათლების შესაძლებლობების გაფართოებას, საინტერესო და სახალისო სასკოლო ცხოვრებას შეუწყობს ხელს", -  განმარტავენ განათლების და მეცნიერების სამინისტროში.

თავისუფალი გაკვეთილების ძირითადი მიმართულებები სპორტული, წიგნიერების განვითარება, კულტურა, ხელოვნება და ინტელექტუალურ-შემეცნებითი აქტივობები იქნება.

თავისუფალი გაკვეთილების დაფინანსდება სამინისტროს მიერ გაცემული გრანტის ფარგლებში მოხდება. ერთ სკოლაზე გაცემული გრანტის მაქსიმალური ოდენობა არაუმეტეს 3 000 ლარს შეადგენს.

განათლების და მეცნიერების სამინისტროში ჩვენთან საუბარში  განმარტავენ, რომ პროექტის განხორციელება  მას შედეგ დაიწყება, რაც სკოლები "თავისუფალი გავკეტილების" შესახებ პროექტს წარადგენენ, რაც უკვე მიმდინაროებს. 

2017 წელს “თავისუფალ გაკვეთილებში” მხოლოდ VII-VIII კლასის მოსწავლეები იქნებიან ჩართულნი.

 

Print