ახალი ამბები
ქუთაისის საკრებულოს დეპუტატის საქმეზე ექსპერტიზაა დანიშნული
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს დეპუატატის, ლაშა გვენეტაძის სასამართლო პროცესი, რომელიც 30 მარტს არის ჩანიშნული, შესაძლოა გადაიწიოს.

ამის შესახებ ქუთაისიპოსტს ბრალდებული მხარის ადვოკატმა გიორგი დვალიშვილმა განუმარტა.

ადვოკატის თქმით, ამის მიზეზი ამ დრომდე მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებია, რომელიც დვალიშვილის თქმით, დაცვის მხარისთვის მნიშვნელოვანია.

"მიმდინარეობს საგამოძიებო პროცედურები, რომელიც შესაძლოა ვერ მოესწროს სასამრთლო პროცესამდე. ძალიან მნიშვნელოვანი ექსპერტიზებია დანიშნული და ამის გამო, შეიძლება გადავადდეს ერთი თვით", - ამბობს ადვოკატი. ის ამბობს, რომ დაზარალებულის ტანსაცმელზე, იარაღზე და დნმ-ზე ექსპერტიზებია დანიშნული.

საკრებულოს დეპუტატს, მის ძმას და მეგობარს მამის საფლავის შესაძლო მძარცველის ცემა ედებათ ბრალად, რის გამოც ისინი პროკურატურამ დააკავა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მიმდინარე წლის 9 თებერვალს მათ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

დაკავებულებს ბრალი 143-ე მუხლის მე-3 ა და ე ქვეპუნქტით წარედგინა. რაც, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენებით, მუქარით ჩადენილ თავისუფლების უკანონო აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში აღნიშნული მუხლი 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლაშა გვენატაძე, ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატად, 2014 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად აირჩიეს. ის ასევე, საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება-მრეწველებსაც" ხელმძღვანელობს.


ამავე თემაზე:

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი დააკავეს

გაძარცვული საფლავი და დაკავებული დეპუტატი (ფოტო)

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატს ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში უფლებამოსილება შეუჩერდება

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა


"შეთხზული საქმეა" – საკრებულოს დეპუტატების შეფასება ლაშა გვენეტაძის საქმეზე


აკრებულოს დეპუტატის საქმეზე საქალაქო სასამართლოს განჩინება სააპელაციოში გაასაჩივრეს
Print