ახალი ამბები
ქუთაისის საკრებულო დღეს საუნივერსიტეტო ქალაქის განაშენიანების გეგმაზე იმსჯელებს
FaceBook
ქუთაისში, საღორიის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე საუნივერსიტეტო ქალაქის განაშენიანების გეგმაზე დეპუტატები 2 მარტს, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელებენ. საკრებულოს სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.  ადგილზე საუნივერსიტეტო კორპუსის მშენებლობასთან დაკავშირებით საინტერესო დეტალების გაჟღერება დაანონსა ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ.

"თქვენ რომ 7 პუნქტიან სადღეგრძელოს უწოდებთ სტრატეგიული განვითარების გეგმას, იმ გეგმის ერთ-ერთ მთავარ პუნქტზე, განათლებაზე იქნება სწორედ საუბარი საკრებულოს სხდომაზე. ძალიან საინტერესო ინფორმაციას გაიგებთ საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობასთან დაკავშირებით", - განაცხადა შოთა მურღულიამ მერიის არქიტექტურისა და ეკონომიკის სამსახურების წლის შეჯამების პრეზენტაციაზე, რომლსაც არსამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქველმოქმედო ფონდი "ქართუ" ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სამშენებლო სამუშოების დაწყებას ზაფხულზე გეგმავს.
Print