ახალი ამბები
ქუთაისის მერმა ნიკეას ნაგავსაყრელის ტერიტორია დაასუფთავა
FaceBook
ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორთან, გიორგი შუხოშვილთან ერთად, ნიკეას ნაგავსაყრელის ტერიტორია დაასუფთავა.
ქალაქის ტერიტორიის დასუფთავება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს "მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის"  "სუფთა ქვეყანა საერთო საქმეა"კამპანიის  ფარგლებში მოხდა.

აქციის მონაწილეებმა ტერიტორია პოლიეთილენის ბოთლების, პარკებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს.

ნიკეას ნაგვასაყრელის ტერიტორია ქუთაისის მერიის ააიპ ,,სპეციალური სერვისების" და წყალტუბოს დასუფთავების სამსახურის მიერ მოწესრიგდა. დასუფთავების აქციას კომპანია "ჯეოსელიც" შეუერთდა.

მსგავსი აქციები ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე პერიოდულად იმართება.


Print