ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ გასულ წელს ქონების განკარგვიდან 700 000 ლარით ნაკლები მიიღო
FaceBook
ქუთაისის მერიამ, ქონების პრივაზიტებიდან გასულ წელს 2015 წელთან შედარებით 700 000 ლარით ნაკლები თანხა მიიღო.
ამის შესახებ ქუთაისის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსმა, პაატა კლიაშვილმა 2016  წლის შემაჯამებელ შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, 2016 წელს ადგილობრივ ბიუჯეტში პრივატიზაციიდან 2 227 649 ლარი შემოვიდა, რაც 719 888 ლარით ნაკლებია 2015 წლის ამავე მაჩვენებელზე. 2015 წელს ქონების პრივატიზებიდან ბიუჯეტმა 2 947 537 ლარი მიიღო.

ეკონომიკის სამსახურის უფროსი, პაატა კლდიაშვილი ამბობს, რომ ამის მიუხედავად, ეს თანხა ბიუჯეტს რეალურად არ დაკლებია.

"თანხის შემოსვლამ უბრალოდ დროში გადაიწია და რეალური ზარალი ამით ბიუჯეტს არ მიუღია", –განაცხადა პაატა კლიაშვილმა.

პრივატიზაციიდან შემოსული თანხის კლებას უარყოფით ტენდენციად არ მიიჩნევს ქალაქის მერი შოთა მურღულია. მისი თქმით, პირიქით, ბოლო წლებში ბიუჯეტის შემოსავლების ამ ნაწილში მზარდი მაჩვენებელია.

მისი თქით, გასულ წლებში, როცა ქალაქის ახალმა ხელისუფლებამ ბიუჯეტი გადაიბარა, შემოსავლების ამ ნაწილში მხოლოდ 800 000 ლარი ფიქსირდებოდა.

"როგორი ჩავიბარეთ ჩვენ ბიუჯეტის ეს ნაწილი? 800 000 ლარით. ბოლო წლებში კი 3–4–ჯერ გაიზარდა ეს შემოსავლები. ამასაც შევხედოთ, რა იყო გასულ წლებში", – განაცხადა შოთა მურღულიამ.

მისივე თქმით, მიმდინარე წელს უკვე ერთ მილიონ ლარამდე ღირებულების ქონებაა გაყიდული. 



Print