ახალი ამბები
1 მარტს დასავლეთ საქართველოში 24 გრადუს სითბოს პროგნოზირებენ
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 1 მარტს დასავლეთ საქართველოში +24 გრადუსამდე სითბოა მოსალოდნელი.
"მარტის დასაწისში დასავლეთ დასავლეთ საქართველოში შედარებით დათბება და დღის ტემპერატურას +19 + 24 გრადუსამდე ვვარაუდობთ" - პროგნოზირებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

სინოპტიკოსთა ცნობით მიმდინარე წლის 3 – 4 მარტს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში გაწვიმდება და აგრილდება ასევე, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციითვე, მიმდინარე წლის 5 – 6 მარტს დასავლეთ საქართველოში ნალექის ინტენსიობა იკლებს და გამოიდარებს.

Print