ახალი ამბები
ლტოლვილთა სამინისტრო 100 დევნილ ოჯახს იპოთეკურ სესხს დაუფარავს
FaceBook

საქართველოში მცხოვრებ 100 დევნილ ოჯახს განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო იპოთეკურ სესხს დაუფარავს.

დევნილთა სამინისტროს ინფორმაციით,  ფულადი დახმარება იმ დევნილ ოჯახებზე გაიცემა, რომლებსაც 2017 წლის პირველ იანვრამდე, იპოთეკური სესხით საცხოვრებელი სახლი ან ბინა აქვთ შეძენილი და ის ოჯახის ერთადერთ ფაქტიურ საცხოვრებელს წარმოადგენს.


"იპოთეკური სესხის დაფარვისათვის, ფულადი დახმარების მაქსიმალური ოდენობა ერთ დევნილ ოჯახზე არის არაუმეტეს 20 000 ლარი. სამინისტროს 2017 წლის ბიუჯეტში იპოთეკური სესხების დაფარვის პროექტისთვის 2 მილიონი ლარი გამოიყო.

დევნილი ოჯახების შერჩევა, რომლებსაც სამინისტრო იპოთეკურ სესხს დაუფარავს, სოციალური კრიტერიუმებისა და დევნილი ოჯახების სულადობის გათვალისწინებით მოხდება", - ნათქვამია განსახლების და ლტოლვილთა სამინისტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამინისტროს 2017 წლის ბიუჯეტში იპოთეკური სესხების დაფარვის პროექტისთვის 2 მილიონი ლარია გამოყოფილი.

დევნილმა ოჯახებმა იპოთეკური სესხის დაფარვის თაობაზე განაცხადებები დევნილთა სამინისტროს რეგიონულ შტაბებში 2017 წლის 15 მარტამდე უნდა წარადგინონ.

 

Print