ახალი ამბები
ქუთაისში 1-2 მარტს მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ
FaceBook
სარეაბილიტაციო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, აბონენტების ნაწილს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ. "ენერგო-პრო ჯორჯიას" ქუთაისის ფილიალის ინფორმაციით,
1 მარტს ქუთაისში 11:00-დან 14:00 საათამდე გამოირთვება ფიდერი ცგპ-4 და ძაბვა შეუწყდება დაახლოებით 1180 აბონენტს ბარათაშვილის, ბერი თევდორეს, ნინოშვილის (ნაწ.) ქუჩებზე.

2 მარტს 11:00-დან 14:00 საათამდე დაგეგმილია ფიდერ "გელათის" (N141) პროფილაქტიკა. რის გამოც, ელენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაახლოებით 70 აბონენტს ბროსეს ქუჩაზე.

1 მარტს 13:00-დან 16:00 საათამდე დაგეგმილი სარემონტო სამუშაოების ჩატარების მიზნით გამოირთვება ფიდერები "ამბროლაური" და "ფუტეთი", რის გამოც ძაბვის მიწოდება დროებით შეუწყდება დაახლოებით 1400 აბონენტს ამბროლაურში და სოფლებში ფუტიეთი, კრიხი და ახალსოფელი.
Print