ახალი ამბები
კობა ნარჩემაშვილი მოქალაქეებს თავის ბიუროში ვერ იღებს
FaceBook
ქუთაისის  # 49–ე ოლქის მაჟორიტარ დეპუტატს, კობა ნარჩემაშვილს, 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან თითქმის 4 თვის შემდეგაც, მოქალაქეები საკუთარ ბიუროში არ მიუღია.

ნარჩემაშვილის ბიუროს ხელმძღვანელი, ალეკო ახალაძე ქუთაისიპოსტთან საუბარში ამბობს, რომ ქუთაისის მერიაში, მოქალქეთა მისაღების ყოფილ ოთახში, მაჟორიტარის ბიუროსთვის განკუთვნილი ფართი, სადაც ახლა ტურისტულ–საინფორმაციო ცენტრია განთავსებული, ამ დრომდე არ დაცლილა.

"ველოდებით როდის გადავლენ ისინი და დავიწყებთ ჩვენც მუშაობას. შეგვპირდნენ ორ კვირაში დავცლითო. თუმცა, ბატონი კობა ამის მიუხედავად მაინც ხვდება მოსახლეობას. ერთხელ ბექა ყანჩელმა დაგვითმო მისი ოთხი, სხვა დეპუტატებმაც. ამის პრობლემა არ არის", – ამბობს ალეკო ახალაძე.

ქუთაისის საკრებულოს პრესსამსახურში ადასტურებენ, რომ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა ყანჩელმა რამდენმეჯერ დაუთმო კაბინეტი ნარჩემაშვილის ბიუროს წარმომადგენლებს მოქალქეების მისაღებად. თუმცა, ვერ იხსნებენ, ბექა ყანჩელის გარდა, კიდევ რომელმა დეპუტატმა ათხოვა ოთახი.

ტურისტულ–საინფორმაციო ცენტრი, ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსის, პაატა კლდიაშვილის თქმით, თებერვლის ბოლოს უნდა გახსნილიყო. თუმცა, ამ ცენტრის თანამშობლებმა ისვე, როგორც მისმა დირექტორმა არ იციან თუ როდის გადავა ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრი, ყოფილი "მირზაანის" შენობაში.

კობა ნარჩემაშვილისგან განსხვავებით, წლის დასაწყისშივე შეუდგა საკუთარ ბიუროებში მუშაობას ქუთაისის კიდევ ორი მაჟორიტარი–გენადი მარგველაშვილი და დიმიტრი მხეიძე.


Print