ახალი ამბები
ქვიტირში მომხდარ ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
FaceBook
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვიტირში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას  14 წლის მოზარდი ემსხვერპლა, ხოლო მეორე - მძიმედ დაშავდა.  

შემთხვევა  26 თებერვალს  მოხდა. ადგილობრივების განმარტებით, სამარშრუტო მანქანა მოსრიალდა და ქვეითად მიმავალ დეიდაშვილებს დაეჯახა.

თვითმხილველების თქმით, 14 წლის გოგონა ადგილზე გარდაიცალა.  

შსს-ში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მე–5 ნაწილითაა აღძრული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც  ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში პირი,  4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
Print