ახალი ამბები
27 თებერვლიდან გამოიდარებს
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 თებერვალს საქართველოს, უმეტესად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში,  დღის ბოლომდე წვიმაა ნავარაუდევი. ასევე, მაღალმთაში მოსალოდნელია თოვლი, შესაძლებელია ქარბუქი და თოვლის ზვავები.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება. ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმი.

დასავლეთ საქართველოში,  27 თებერვლიდან  2 მარტის ჩათვლით გამოიდარებს.
ღამის ტემპერატურა 1-დან 6 გრადუსამდე იქნება 1-2 მარტის ჩათვლით, ხოლო დღის 20-22 გრადუსამდე დათბება. 

Print