ახალი ამბები
წყალტუბოში ავარიის შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა, 2 კი დაშავდა
FaceBook
ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავარიას მსხვერპლი მოჰყვა. გარდაცვლილია ერთი პირი, 2 კი დაშავდა.

შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.

თვითმხილველების თქმით, ერთმანეთს "ვაზ-08" და "მიცუბიშის" მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. მათივე ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი შეჯახების შედეგად აფეთქდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 5 ნაწილით მიმდინარეობს.


Print