ახალი ამბები
გალის რაიონში შვილმა დედა მოკლა
FaceBook
გალის რაიონის სოფელ მზიურში, შვილმა დედა მოკლა, რომლის შემდეგაც, მეზობლების თქმით, ის საკუთარი ხელით დამარხა.  

შემთხვევა 5 დღის წინ მოხდა. დედა-შვილი სახლში მარტო ცხოვრობდა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, შვილი დედას ხშირად სცემდა.

"3 დღე არ ჩანდა ჩვენი მეზობელი. დავიწყეთ მოძიება. ვერსად რომ ვერ ვიპოვეთ, ეჭვები გაგვიჩნდა შვილზე, რადგან ის დედას ხშირად სცემდა. ნათესავები და მეზობლები მასთან მივედით და ბოლოს აღიარა, რომ საკუთარი ხელით მოკლა და შემდეგ თვითონვე დამარხა" - ამბობენ მეზობლები.

ისინი, ასევე, აღნიშნავენ რომ შვილი ადრე პატიმრობაში იმყოფებოდა.



Print