ახალი ამბები
სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად
FaceBook
ქუთაისში, სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის მიზნით სტუდენტებისთვის კონკურსი გამოცხადდება. კონკურში მონაწილე სტუდენტებმა კონკრეტული მაგალითების საფუძველზე, სოციალურ საწარმოში არსებული პრობელემების გადაჭრის გზები უნდა შეიმუშავონ.

კონკურსის ეტაპზე განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება სტუდენტური გუნდების მიერ შემუშავებულ ინოვაციურ იდეებს.

"კონურსის მიზანია სტუდენტებმა აიმაღლონ ცოდნა საქართველოში სოციალური საწარმოების შესახებ, გაეცნონ ასეთი ტიპის საწარმოების პრობლემებს, შემდგომ კი წარმოადგინონ სხვადსხვა მეთოდი, თუ როგორ წარმოუდგენიათ მათ მაგალითად, მარკეტინგის ხარვეზების ან გაყიდვების მოცულობის სიმცირის პრობლემის აღმოფხვრა. კონკურსი სტუდენტებს მისცემს თეორიული და პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას",– ამბობს  სტუდენტური კონკურის ხელმძღვანელი,  გიგა ჩიტიშვილი.

კონკურსის ფარგლებში სტუდენტები ქართველ სოციალურ მეწარმეებს შეხვდებიან, მოეწყობა ექსკურსიები სოციალურ საწარმოში და ადგილზე გაეცნობიან მათი მუშაობის სპეციფიკას.

კონკურსში გამარჯვებულ გუნდს გერმანიაში, სოციალური მეწარმეობის საერთაშორისო კონფერენციაზე დასწრების შესაძლებლობა აქვს.

კონკურში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია მიმდინარე წლის 13 მარტამდე გაგრძელდება.
გამარჯვებულს კი ჟიური 16 ივნისს გამოავლენს.

სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად ყოველწლიური კონკურსი საქართველოში 2012 წლიდან იმართება.

მას  "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" "განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრთან" ერთად ახორციელებს.
Print