ახალი ამბები
"მონაწილეობას ვერ მივიღებთ უკანონობის დაკანონებაში" - „ევროპულმა საქართველომ“ პარლამენტის სხდომა დატოვა
FaceBook
პარტია "ევროპულმა საქართველომ" მეორე მოსმენით ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტის საპარლამენტო განხილვა დატოვა.

"თითოეული ჩვენგანის უკანონო მოსმენა უკვე დაკანონებულია. ესაა კანონი, რომელსაც ეწინააღმდეგება საქართველოში ყველა - პრეზიდენტი, არასამთავრობო სექტორი, საპარლამენტო უმცირესობა, მობილური ოპერატორები, პოლიტიკური პარტიების დიდი ნაწილი, მაგრამ ეს კანონი მოწონს ერთ ადამიანს და მისი ნება უფრო მაღლა დგას, ვიდრე მთელი საზოგადოების სურვილი.

მივიდა იქამდეც კი, რომ დღეს პარლამენტმა უარი განაცხადა დებატის, კითხვის დასმის და საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდების საშუალებაზე. ჩვენ მონაწილეობას ვერ მივიღებთ უკანონობის დაკანონებაში და უკონტროლობის ჩამოყალიბებაში,"- განაცხადა "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმა, დავით ბაქრაძემ.

საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებმა კონსულტაციები გაიარეს.
საქართველოს პარლამენტი ე.წ მოსმენებთან დაკავშირებული კანონპროექტების პაკეტს მეორე მოსმენით დღეს განიხილავს.

Print