ახალი ამბები
ნინოშვილის ბაღში ახალი სანათები დამონტაჟდება
FaceBook

ქუთაისში, ნინოშვილის ბაღში ახალი დეკორატიული სანათები დამონტაჟდება.

ქუთაისის მერიამ, ნინოშვილის ბაღის განათების მიზნით მიმდინარე წლის 23 თებერვალს 9 746 ლარის ღირებულების ტენდერი (SPA170003307) გამოაცხადა. სადაც განაცხადების მიღება 2016 წლის 27 თებერვალს იწყება.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ახალი დეკორატიული სანათები უნდა შეისყიდოს და ნინოშვილის ბაღში დაამონტაჟოს. კომპანია ვალდებულია, აღნიშნული სამუშაოები ხელშეკრულების დედებიდან 15 კალენდარული დღეში  განახორციელოს.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ  ახალი დეკორატიული სანათები ამორტიზებული ნათურების  ნაცვლად დამონტაჟდება.

"იმის გამო რომ ამ დრომდე ბაღში სანათები საკმაოდ დაბალზეა დამონტაჟებული, მას მუდმივად აზიანებენ. ამიტომ ახალი განათებები დამონტაჟდება უფრო მაღლა" – აცხადებენ ქუთაისის მერიაში.

ტენდერში მონაწილეობის ვადა მიმდინარე წლის 1 მარტს იწურება.

ნინოშვილის ბაღში ამ დროისთვის არსებული გასანათებლები  მწყობრიდანაა გამოსული.  

 

Print