ახალი ამბები
ქუთაისში საკრებულოს სხდომა დაპირისპირების გამო გადაიდო
FaceBook
მოქალაქეებმა სხდომათა დარბაზი, პოლიციის მოსვლის შემდეგაც არ დატოვა, რის გამოც სხდომა გადაიდო.

ქუთაისის რიგით მე - 9 სხდომა გადაიდო. დაპირისპირების გამო ჩაშლილი საკრებულოს სხდომა ხვალ 12 საათზე გაგრძელდება.
საკრებულოს სხდომის გადადების მიზეზი, ადგილზე მყოფი მოქალაქეების ფიქრია სანიკიძესა და მარინა დახუნდარიძეს მიერ საკრებულოს სხდომაზე ხმამაღალი რეპლიკები გახდა.
ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე ტორპედოს საკითხის განხილვისას მოქალაქეების - ფიქრია სანიკიძისა და მარინა დახუნდარიძის რეპლიკებს თავმჯდომარის შეპასუხება მოჰყვა.
დაწყებული დაპირისპირების გამო, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა მოქალაქეების დარბაზიდან გაყვანის ბრძანება გასცა, რისთვისაც დაცვის პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო, თუმცა მათ მოქალაქეების გაყვანა ვერ შეძლეს.
სხდომის განახლების მიზნით მოქალაქეებს დარბაზის დასატოვებლად 10 წუთი მისცეს, თუმცა მარინა დახუნდარიძემ სხდომათა დარბაზი, პოლიციის მოსვლის შემდეგაც არ დატოვა.
ანა ჯანაშია
Print