ახალი ამბები
ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტთა რეგისტრაცია დაიწყო
FaceBook

აბიტურიებტებისთვის და სტუდენთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაცია  დღეიდან,  23 თებერვლიდან დაიწყო.

აბიტურიენტები რეგისტრაციის რამდენიმე ეტაპს გაივლიან.

სტუდენტობის მსურველებმა და აბიტურიენტებმა მიმდინარე წლის 21 თებერვლიდან 31 მარტამდე  ამ online.naec.ge/DefOnline/Selector.aspx ვებგვერდზე უნდა გაირონ რეგისტრაცია. საიტზე აბიტურიენტებმა, პირადი მონაცემებთან ერთად, ჩასაბარებელი 4 საგანი უნდა მიუთითონ. 

ერთიანი ეროვნული  გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტს 31 მარტის შემდეგ, აბიტურიენტი ვეღარ შეცვლის საგამოცდო ქალაქს. სამაგიეროდ, 20 მაისის 18:00 საათამდე  შესაძლებლობა ექნებათ  დაიმატონ ან შეცვალონ  საგამოცდო საგნები.

რაც შეეხება, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, მათი არჩევა თუ შეცვლა აბიტურიენტებს სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებამდე შეეძლებათ.  ერთი საგნის ჩაბარების  ღირებულება 10 ლარს შეადგენს. 






 

Print