ახალი ამბები
სოციალურ საცხოვრისში უსახლკაროები ბინას 5 წლის ვადით მიიღებენ
FaceBook
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე უსახლკაროებისთვის მოწყობილ სოციალურ საცხოვრისში ბენეფიციარები თავშესაფარს 5 წლის ვადით მიიღებენ. საცხოვებრებელი ფართის  განაწილების წესი ქუთაისის საკრებულომ 23 თებერვლის სხდომაზე დაამტკიცა.

წესის
5-quthaisis-meriam-socialur-sackhovrisshi-farthis-ganatsilebis-tsesi-sheimushava" target="_blank">სამუშაო ვერსიისგან განსახვავებით, სადაც უსახლკაროებისთვის ფართის გამოყოფა მხოლოდ 2 წლის ვადით უნდა მომხდარიყო, საბოლოო ვერსიაში საცხოვრისით სარგებლობის ვადა 5 წლამდე გაიზარდა.

5 წლის შემდეგ კი,  მერია ბენეფიციარს იმავე შენობაში ბინას კიდევ ერთი წლის ვადით დაუქირავებს.

რაც შეეხება,  ვადის გასვლის შემდეგ უსახლკაროების ბინიდან გამოსახლებას, ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ ქუთაისის მერია უფლებამოსილია პერიოდულად გადაამოწმოს კონკრეტული ბენეფიციარის სოციალური მდგომარეობა საცხოვრისით დაკმაყოფილების კრიტერიუმების შესაბამისობის დადგენის მიზნით.

"პერიოდულად მოხდება მონიტორინგი, ხელახალი შეფასება, აკმაყოფილებს თუ არა პირი ან ოჯახი იმ კრიტერიუმებს, რის საფუძველზეც მას თავის დროზე მიეცა ბინით სარგებლობის უფლება. წინააღმდეგ შემთხვევაში მერიას მისი გამოსახლების უფლება აქვს", – აცხადებს ქუთაისის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსი, პაატა კლდიაშვილი.

ქუთაისში, უსახლკაროებისთვის სოციალური საცხოვრისის მოწყობა უკვე დასრულებულია.

თავშესაფრის მაძიებელთა რეგისტრაცია ქუთაისის მერიაში სპეციალურად ამ მიზნით შექმნილმა კომისიამ უნდა განახორციელოს, რის შემდეგაც, ბენეფიციარებისთვის ბინების დროებით სარგებლობაში გადაცემა მოხდება.

სოციალურ საცხოვრისში ბენეფიციარები ფართს 6 ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით მიიღებენ.

ქუთაისის მერიაში თავშესაფრის მიღების თხოვნით 700–მდე განცხადებაა შესული.

პირველ ეტაპზე სოციალური საცხოვრისით 48 ოჯახი დაკმაყოფილდება.
Print