ახალი ამბები
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" გაუქმდა
FaceBook
ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გაუქმდა. ფრაქციის დაშლის გადაწყვეტილება საკრებულოს დეპუტატებმა დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

ქუთაისის საკრებულოშო ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური  მოძრაობა" მისი ორი წევრის, ბესიკ ბრეგაძისა და გია უკლებას ფრაქციიდან გასვლის შემდეგდ დაიშალა.

დეპუტატებმა ფრაქციის დატოვების გადწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მათმა ყოფილი თანაგუნდელები  დავით გოგისვანიძემ  და ამირან ძოწენიძემ "ნაციონალური მოძრაობას" გაემიჯნა და "ევროპულ საქართველოს" შეუერთდა.  ფრაქციის დაშლის გადწყვეტილება გია უკლებამ და  ბესიკ ბრეგაძემ მიიღეს. 

მათი თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ისინი საკრებულოში დამოუკიდებლად მუშაობას გააგრძელებენ.

"ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები  კი ქუთაისში ოფისს რამდენიმე დღეში გახსნიან.
Print