ახალი ამბები
ქუთაისის მერია ჟურნალ "თეატრალური ქუთაისის" ბეჭდვაზე ტენდერს აცხადებს
FaceBook
ქუთაისის მერია, 500 ცალი ჟურნალის "თეატრალური ქუთაისის" ბეჭდვაზე ტენდერს აცხადებს. 1 080 ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვაზე წინადადების მიღება 5 მარტს დაიწყება და ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ჟუნანლის გარეკანი ფერადი, ხოლო შიდა გვერდები შავ- თეთრი უნდა იყოს.

"გამოცემის ფორმატი 60*84 1/8, ფორმათა რაოდენობა 6-48 გვ.; გარეკანი ფერადი - 02 ყდით, შიგა გვერდები შავ-თეთრი 115 გრ 64*90 ცარცის ქაღალდზე; ჟურნალის შუა ნაწილში უნდა განთავსდეს 2 ფერადი გვერდი; გარეკანი 170 გრ, 64*90 ცარცის ქაღალდი; დიზაინი, აწყობა, დაკაბადონება სარკეზე ამოღება, ფოტოფირების დამზადება, გარეკანის ფერადი ბეჭდვა.შიდა გვერდების შავ-თეთრი ბეჭდვა, კეცვა, კინძვა", - ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.

ქუთაისის მერიამ, კულტურის სამსახურის ყოფილი უფროსის და მწერლის, გიზო თავაძის წიგნის ბეჭდვით მომსახურებაზე ტენდერი გამოაცხადა.

"ზოგი რამ ანუ მხოლოდ სიმართლე" - ასე ქვია წიგნს, რომლის დასაბეჭდად ადგილობრივმა თვითმმართველბამ 3 900 ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვა გამოაცხადა. წიგნის ტირაჟი 400 ცალია.


Print