ახალი ამბები
ქუთაისში სამედიცინო ნარჩენების გაუვნებელყოფა დაიწყეს
FaceBook

ქუთაისში სამედიცინო ნარჩენების გაუვნებელყოფა მიმდინარეობს.


მათი უტილიზაცია ავტოქარხნის დასახლებაში, ტუბერკულოზის ინფექციურ სნეულებათა და შიდსის დაავადებათა ახალი ცენტრის მიმდებარე შენობაში ხორციელდება.

რადგან ქუთაისში, ამ დრომდე ,არ არსებობდა სამედიცინო ნარჩენების გადამამუშავებელი ინსენერატორი, მისი გატანა თბილისში ხდებოდა.

სამედიცინო ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხანამ განახორციელა, რომელიც  კომპანია "ელჯი და კომპანია"-ს ეკუთვნის.

"ინტენსიურად მიმდინარეობს ნარჩენების გაუვნებელყოფა. შემოწმებულია გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ", – ამბობს "ელჯი და კომპანიის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და ქუთაისის საკრებულოს წევრი ზაზა ლომინაძე.

 

Print