ახალი ამბები
ქუთაისში ჯაზის ქუჩა იხსნება (ფოტო)
FaceBook
3 მაისს ქუთაისში, ბალახვანის დასახლებაში ჯაზის ქუჩა იხსნება. 

პროექტს, ქუთაისის მერიის დაფინანსებით, რეჟისორი ლევან ბიბილეიშვილი და მხატვარი ლია უკლება ახორციელებს.
Jazz Wall- ის სახელწოდების კედლის  პრეზენტაცია 3 მაისს, 13:00 საათზე  ლომონოსოვის ქუჩაზე მოეწყობა. "ეს არის ერთ- ერთი პირველი პროექტი, რომელიც ხელს უწყობს ურბანული ხელოვნების განვითარებას ქუთაისში," - აცხადებენ პროექტის მხარდამჭერები.
Jazz Wall- ზე წარმოდგენილი იქნება მხატვარ ლია უკლებას ნამუშევრები street art-ის მიმართულებით.
Jazz Wall- ის პრეზენტაციაში მონაწილეობას იღებს ქუთაისის მერიის კულტურის სამსახური, მოქმედი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები. ასევე, მედია საშუალებები.

KutaisiPost

KutaisiPost

Print