ახალი ამბები
ქუთაისში ტუბერკულოზის მკურნალობის ახალი ცენტრის გახსნა აგვისტოში იგეგმება
FaceBook
ქუთაისში ტუბერკულოზის, ინფექციურ სნეულებათა და შიდსის დაავადებათა ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც 2017 წლის აგვისტოში უნდა გაიხსნას.
ობიექტის მშენებლობა ავტოქარხანაში, ამ დროისთვის არსებული ტუბერკულოზურ დისპანსერის შენობის მიმდებარედ ხორციელდება.

ტუბერკულოზისა და სხვა ინფექციური დაავადებების ცენტრის მშენებლობას კომპანია "ელჯი და კომპანია" ახორციელებს, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი, საკრებულოს უმრავლესობის წევრი, ზაზა ლონიმაძეა.

"ახლა მიმიდნარეობს უკვე შიდა მოსაპირკეთებული სამუშაობი", - ამბობს ზაზა ლომინაძე.

შენობის პროექტის მიხედვით განსაზღვრულია სამსართულიანი შენობის აშენება, სადაც ოთხი ფლიგელი იქნება განთავსებული. ასევე, ლომინიძე ამბობს, რომ თითოეულ ინფექციურ დაავადებას განკუთვნილი ექნება საკუთარი იზოლირებული შესასვლელი.

ინფექციური ცენტრი 40 საწოლზე იქნება გათვლილი.

გარდა ამისა, შენობის მესამე სართულზე სასწავლო ცენტრის განთავსება იგეგმება, სადაც ინფექციური დაავადებების სპეციალისტების სწავლება-გადამზადება იქნება უზრუნველყოფილი.

ინფექციური დაავადებების ახალი ცენტრის მშენებლობა "ელჯი და კომპანიასა" და მთავრობას შორის ხელსეკრულების გაფორმებიდან 18 თვის მანძილზე უნდა მოხდეს, რისთვისაც 3 მლნ ლარის არის განსაზღვრული. თანხა მშენებლობის გარდა, სპეციალური აპარატურის შეძენისთვისაც დაიხარჯება.
Print