ახალი ამბები
"ტორპედო" - "სამტრედიის" სუპერთასის მატჩი მარტვილში ჩატარდება
FaceBook
მიმდინარე წლის 26 თებერვალს სუპერთასის მატჩი მარტვილის მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე ჩატარდება.

ერთმანეთს ქვეყნის ჩემპიონი "სამტრედია" და თასის მფლობელი ქუთაისის "ტორპედო" დაუპირისპირდებიან.

სუპერთასის მატჩით საქართველოს ახალი საფეხბურთო სეზონი გაიხსნება.

შეხვედრის მარტვილში ჩატარების გადაწყვეტილება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო.

სადაც განმარტავენ, რომ მნიშვნელოვანი საფეხბურთო შეხვედრები თბილისის გარდა, რეგიონებშიც ჩატარდება.

"გარდა ამისა, დებულებით გათვალისწინებულია, რომ სუპერთასის მატჩი ნეიტრალურ სტადიონზე ჩატარდეს," - განმარტავენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეს-სამსახურში ქუთაისიპოსტთან საუბარში.

ქუთაისის "ტორპედო", რომელიც ამჟამად თურქეთში შეკრებაზე იმყოფება, საქართველოში მიმდინარე წლის 22 თებერვალს დაბრუნდება.

საფეხუბრთო კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, მთავარი მწვრთნელი, კახა ჩხეტიანი აცხადებს, რომ სუპერთასის მატჩისთვის გუნდი სრულ მზადყოფნაში იქნება.


Print