ახალი ამბები
„საქართველოს ბუნების 100 საოცრება“ – წიგნის პრეზენტაცია ქუთაისში
FaceBook
საქართველოს ლანდშაფტური მრავალფეროვნების, ბუნებრივი საოცრებებისა და უნიკალური სიმდიდრის შესახებ ისაუბრა გეოგრაფიის აკადემიურმა დოქტორმა, გიორგი დვალიშვილმა. მისი ავტორობით გამოცემული წიგნის, სახელწოდებით "საქართველოს ბუნების 100 საოცრება" პრეზენტაცია ქუთაისის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა.

წიგნის ავტორმა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში არსებულ უნიკალურ ლნადშაფტურ ზონებზე  გაამახვილა ყურადღება.  რომელსაც, მისი აზრით,  სათანადო დაფასება და მოვლა სჭირდება.

"უამრავი უცნობი სიმდიდრე გვაქვს საქართველოში. 500–მდე გამორჩეული ადგილია ჩვენს ქვეყანაში. ბევრ მათგანს ისტორიული მნიშვნელობაც კი აქვს. თუმცა, მათ შესახებ ნაკლებად ვიცით", – განმარტა გიორგი დვალიშვილმა.

მისივე თქმით, სამწუხაროა ის ფაქტი, რომ გინესის რედაქცია საქართველოში აღმოჩენილ ბუნების შედევრებს ამ დრომდე არ აღიარებს.

წიგნის პრეზენტაციას ქუთაისის  საკრებულოსა და იმერეთის გუბერნიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

Print