ახალი ამბები
"მშვიდობით, ძმებო, გვხვრეტენ ამაღამ!"
FaceBook
შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივმა უნიკალურ ისტორიულ მასალებზე დაყრდნობით მომზადებული წიგნის პრეზენტაცია გამართა.

"მშვიდობით, ძმებო, გვხვრეტენ ამაღამ!" - ასე ჰქვია ნაშრომს, რომელიც სამინისტროს წარმომადგენლებმა ოკუპაციის მუზეუმში წარმოადგინეს.

წიგნი შს სამინისტროს არქივმა, კონრად ადენაუერის ფონდის დაფინანსებით მოამზადა და საქართველოს გასაბჭოების პერიოდს ეხება.

მასში საქართველოს უახლესი ისტორიის მნიშვნელოვანი პერიოდის - გასაბჭოების პირველი წლების ამსახველი ისტორიული საარქივო მასალებია გასაჯაროებული.

სამინისტროს ინფორმაციით, მონოგრაფიის მეშვეობით შსს-ს არქივის ფონდებში დაცული უნიკალური საარქივო მასალა, მკვლევარებისა და მკითხველთა ფართო წრისთვის, ხელმისაწვდომი გახდება.
Print