ახალი ამბები
ქუთაისის მერია წიგნის "ზოგი რამ ანუ მხოლოდ სიმართლე" - ბეჭდვაზე ტენდერს აცხადებს
FaceBook
ქუთაისის მერია, კულტურის სამსახურის ყოფილი უფროსის და მწერლის, გიზო თავაძის წიგნის ბეჭდვით მომსახურებაზე ტენდერს აცხადებს.
"ზოგი რამ ანუ მხოლოდ სიმართლე" - ასე ქვია წიგნს, რომლის დასაბეჭდად ადგილობრივმა თვითმმართველბამ 3 900 ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვა გამოაცხადა. წიგნის ტირაჟი 400 ცალია.

ელექტრონულ ტენდერში მომსახურების შესყიდვაზე წინადადების მიღება 22 თებერვალს დაიწყება და ხუთს დღე გაგრძელდება.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, "მიმწოდებელმა" უნდა უზრუნველყოს წიგნში ქუთაისის მუნიციპალიტეტის ლოგოსა და წარწერის განთავსება.

"გამოცემის ფორმატი 60*84, 1/16 ზომა , 496 გვერდიანი შავ-თეთრი, 80 გრ ოფსეტურიქაღალდი, ფერადი გარეკანი - 135 გრ. ცარცის ქაღალდი 04 ყდით; რედაქტირებული წინათქმის დართვა, ტექსტის კომპიუტერში შეტანა, შეტანილი ტექსტის დაკაბადონება, სარკეზე ამოღება; 496 გვ. შავ-თეთრი ბეჭდვა70 გრ. ოფსეტურ ქაღალდზე, გარეკანის მომზადება და ფერადი ბეჭდვა 135 გრ. ცარცის ქაღალდზე; წიგნის ფორმების კეცვა, ძაფზე კინძვა და მუყაოში (04) ყდაში ჩასმა. გარეკანის მხატვრობა და ტექსტისთვის მხატვრული თავსართ ბოლოსართების დართვა შემსყიდველთან შეთანხმებით", - აღნიშნულია მერიის მიერ გამოცხადებულ სატენდერო დოკუმენტაციაში.
Print