ახალი ამბები
ქუთაისში სკოლებთან ტოტალიზატორებისა და რესტორნის მოწყობა განხილვის საგანი გახდა
FaceBook
სათამაშო ბიზნესებისა და რესტორნების საჯარო სკოლებთან მოწყობის მიზანშეწონილობა ქუთაისის საკრებულოზე განხილვის საგანი გახდა.
ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ნატო ქათამაძემ ადგილობრივ ხელისუფლებას კითხვით მიმართა " რამდენად მიზანშეწონილია პირველ საჯარო სკოლასთან ტოტალიზატორის არსებობა?! ასევე, არის თუ არა საქმის ყურში ადგილობრივი ხელისუფლება რომ 41-ე საჯარო სკოლასთან რესტორნის მოწყობა იგეგმება?"
აღნიშნულ კითხვას ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ უპასუხა და განაცხადა, რომ კანონში არსად არის მითითებული, რომ საჯარო სკოლებთან სათამაშო ბიზნესის მოწყობა აკრძალულია.
"მე თვითონაც დავინტერესდი ამ საკითხით და კანონს გულდასმით გავეცანი. კანონში მითითებულია, რომ საჯარო სკოლებთან 50 მეტრის მანძილზე აკრძალულია ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს რეალიზაცია, მაგრამ კანონში არსად წერია, რომ დაუშვებელია სკოლასთან სათამაშო ბიზნესის მოწყობა", - განმარტა შოთა მურღულიამ.
ქუთაისში # 41-ე სკოლასთან რესტორნის მოწყობის მიზანშეწონილობის თაობაზე კი მერმა განმარტა, რომ სკოლასთან არსებული ტერიტორია კერძო საკუთრებაშია, თუმცა იმ ტერიტორიაზე კონკრეტულად რესტორნის მოწყობა იგეგმება თუ არა,  ჯერჯერობით, უცნობია.
საკრებულოზე აღინიშნა რომ ამ საკითხებს მოიკვლევენ.

ანა ჯანაშია

Print