ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტში "მოსწავლეთა ჰაკათონის" გამარჯვებულები 19 თებერვალს გამოვლინდება
FaceBook
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში "მოსწავლეთა ჰაკათონის" დასკვნითი ეტაპი მიმდინარეობს. 
კონკურსში საქართველოს სხვადასხვა საჯარო სკოლიების მე-6–დან მე-12 კლასის 85 მოსწავლე იღებს მონაწილებას.

მოსწავლეები გუნდებად მუშაობენ, თითოეული გუნში 5 მოსწავლეა გაერთიანებული.

"მოსწავლეები მუშაობენ მენტორებთან ერთად, წარმოდგენილი აქვთ სხვადასხვა იდეები მობილური პროგრამები, ვებსაიტები, რობო ტექნიკის ელემენტები აქვთ წარმოდგენილი",  - განმარტავს  სასწავლებლის ინოვაციური იდების ლაბორატორიის ხელმძღვანელი, გიორგი ჩაჩუა.

კონკურსში მონაწილე  ერთ-ერთი გუნდი "Think Different", რომლებიც "ონლაინ ჰოსპიტალის" საიტის შექმნაზე მუშაობენ.

"როცა ამ საიტზე შევა ადამიანი ჩაწერს სახელს, გვარს და იმას რა სჭირს, ან რას უჩივის. საიტი ამოაგდებს შესაბამისი ექიმების ჩამონათვას, როგორია მათი დღის განრიგი და ასევე, თუ შემთხვევა რთული არ არის სამკურნალო წალებსაც ურჩევს", -  განმარტავს გუნდის ერთ-ერთი წევრი.

მოსწავლეთა ჰაკათონის გამარჯვებულ გუნდს, ჟიური 19 თებერვალს, საღამოს გამოვლენს.

I, II და III ადგილის მფლობელებს - Windows Pad, ტაბლეტებითა და სმარტფონებით დასაჩუქრდებიან.

ასევე, საკუთარ რჩეულს გამოავლენს კომპანია Microsoft და ყველაზე კრეატიული პროექტი - პროგრამირებადი დაფებით დასაჩუქრდება.

წერეთლის უნივერსიტეტის რჩეულ მოსწავლეს კი ერთწლიანი სტიპენდია დაენიშნება.


Print