ახალი ამბები
"რუსთავი 2" - ის მხარდამჭერ აქციას ქუთაისიდანაც შეუერთდებიან
FaceBook
"რუსთავი 2" - ის საპროტესტო აქციას ქუთაისიდან 500-მდე  ადამიანი შეუერთდება.

ქუთაისიდან მხარდამჭერების აქციაზე გამგზავრების, ორგანიზებას "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები უწევენ.

როგორც ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი წევრი,  ნიკა ნარსია ამბობს, ისინი მხარს გამოხატვის თავისუფლებას უჭერენ.

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის თანამშრომლები საქართველოს პარლამენტის შენობასთან, დღეს საპროტესტო აქციას 14:30 საათზე გამართავენ.

რუსთავი 2 - მა მაუწყებლობა 17 თებერვალს შეწყვიტა, რის შესახებაც განცხადება კურიერის სპეციალურ გამოშვებაში არხის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, ზაალ უდუმაშვილმა გააკეთა.

Print