ახალი ამბები
ქუთაისში ვეტერანი ფეხბურთელის 70 წლის იუბილე აღნიშნეს
FaceBook
ქუთაისში, იმერეთის ფეხბურთის ფედერაციაში ვეტერანი ფეხბურთელის 70 წლის იუბილე აღნიშნეს.
ვასილ ტროიანი 43 წელი, ლანჩხუთის "გურიაში", ტყიბულის "მეშახტესა" და იმერეთი "ქუთაისის" გუნდებში თამაშობდა.

ის თავდამსხმელი იყო. ვეტერანი ფეხბურთელი ამბობს, რომ დაახლოებით 100–მდე გოლი ექნება გატანილი.

"ფეხბურთი – ეს ჩემი სიცოცხლეა, მეტი არაფერი არ ვიცი მე. გამიხარდა კოლეგებმა და მეგობრებმა ასეთი დღე რომ მომიწყვეს", – ამბობს იუბილარი, ვასილ ტროიანი.

იმერეთის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა, იუბილარს სიმბოლურად თასი და ბურთი გადასცეს.

ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ, ის 16 წლის განმავლობაში, ქუთაისის მე–14 სკოლაში ფიზკულტურის მასწავლებლად მუშაობდა.
Print