ახალი ამბები
ქუთაისის მერია უკრაინის დელეგაციას მასპინძლობს
FaceBook
ქუთაისში უკრაინის ქალაქ ჟიტომირის დელეგაცია იმყოფება. ვიზიტის მიზანი ორ ქალქს შორის ურთიერთანამშრომლობის განვითრების ხელშეწყობაა.
მხარეებმა, რუსეთ-უკრაინის ომის დროს დაღუპული მეომრების შვილების ქუთაისში ჩამოყვანის და სარეაბილიტაციო კურსის გავლის პროექტზე ისაუბრეს.
უკრაინელ კოლეგებს ქუთაისის ვიცე-მერმა, კოტე ქავთარაძემ და მერიის საბინაო სამსახურის უფროსმა, ვლადიმერ ნაკაშიძემ უმასპინძლა.
ჟიტომირი და ქუთაისი დაძმობილებული ქალაქები არიან.

ქუთაისი ჟიტომირის გარდა, სხვა ქალაქთან არის დამეგობრებული. თუმცა, ყველაზე მეტი "მეგობარი" ქალაქი ქუთაისს უკრაინაში ჰყავს. 

Print