ახალი ამბები
პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწემ თანამდებობა დატოვა
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს წევრმა ნატო ქათამაძემ, რომელიც გამარჯვების ოლქში მაჟორიტარი დეპუტატის გარდა პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწე გახლდათ, ეს უკანასკნელი თანამდებოდა დატობა.

ნატო ქათამაძის თქმით, ორივე თანამდებობა მოითხოვდა ძალიან დიდ შრომას, რის გამოც, არჩევანი ერთ-ერთ მათგანზე გააკეთა.
"ერთ-ერთ მათგანზე უარი უნდა მეთქვა, ჩემთვის რთული იყო გადაწყვეტილების მიღება, თუმცა არჩევანი ამომრჩეველთა სასარგებლოდ მივიღე და ვრჩები ქუთაისის საკრებულოში," - განაცხადა ნატო ქათამაძემ ქუთაისის საკრებულოს რიგით მე-9 სხდომაზე.
აღსანიშნავია, რომ ნატო ქათამაძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწის თანამდებობის დატოვების დაპირება ამომრჩევლებს ჯერ კიდევ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდში მისცა. წინასაარჩევნო კამპანიის დროს ქათამაზე ამომრჩევლებს პირდებოდა, თუკი მას უბნის მაჟრიტარად, თანაშემწის თანამდებობას დატოვებდა.

ანა ჯანაშია
Print