ახალი ამბები
ქუთაისის "ბაგრატის" მორაგბე ეროვნულ ნაკრებში ითამაშებს
FaceBook
"რაგბი ევროპის ჩემპიონატის" მეორე ტურში, გერმანიის წინააღმდეგ, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებში ქუთაისის "ბაგრატის" მოთამაშე, რევაზ ჯინჭველაშვილი ითამაშებს.

იგი მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა გამოიძახა.

რევაზ ჯინჭველაშვილი ეროვნულ ნაკრებს დაგეზავს.

საქართველო-გერმანიის დაპირისპირება რუსთავის სარაგბო სტადიონზე 19 თებერვალს, 15:00 სთ-ზე დაიწყება.

"ბორჯღალოსნებმა" მიმდინარე წლის 11 თებერვალს ბელგიას სტუმრად, ბონუს ქულით, ანგარიშით 31:6 მოუგეს და სატურნირო ცხრილში ერთპიროვნულად ლიდერობენ, ხოლო გერმანიამ პირველ ტურში შინ, სენსაციურად, 41:38 დაამარცხა რუმინეთის ნაკრები.

12 მარტს საქართველო რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

მატჩი თბილისში, "დინამო არენაზე" გაიმართება.

Print