ახალი ამბები
ქუთაისის ფიზიკა–მათემატიკის საჯარო სკოლას ახალი დირექტორი ჰყავს
FaceBook
ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის #41 ფიზიკა–მათემატიკის საჯარო სკოლას ახალი დირექტორი ჰყავს.

ამ თანამდებობაზე ამავე სკოლის ფიზიკის პედაგოგი, დავით ნიშნიანიძე დაინიშნა.

იგი გახლავთ წერეთლის უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ფიზიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე. ამასთანავე, არის საქართველოს მოსწავლეთა ოლიმპიური ნაკრების მთავარი მწვრთნელი (ფიზიკის).

2002-2014 წლებში თანამშრომლობდა ბოლონიის უნივერსიტეტთან, მუშაობს თეორიულ ფიზიკაში.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე #41 საჯარო სკოლის დირექტორის პოსტი ქუთაისის #47 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარს, გენადი მარგველაშვილს ეჭირა.

მარგველაშვილი სკოლის დირექტორის თანამდებობაზე 2010 წელს დაინიშნა,  ხოლო 2011 წელს კონკურსის გზით, 6 წლიანი ვადით, აირჩიეს.

გენადი მარგვალაშვილმა, პარლამენტის დეპუტატად არჩევის შემდეგ, სკოლის დირექტორად მუშაობის გაგრძელება არ ისურვა.

თუმცა, "საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ" კანონის მერვე მუხლის თანახმად, მაჟორიტარობის კანდიდატს, გამარჯვების შემთხვევაში, უფლება  აქვს დარჩეს საჯარო სკოლის დირექტორის პოტსზე.


Print